ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საგამოძიებო კომისიის დასკვნა


ყოფილი ელჩი ქრისტოფერ სტივენსი გამუდმებით ითხოვდა დიპლომატიური პერსონალის გაზრდას

შეერთებულ შტატებში შექმნილმა დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ გაავრცელა დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 11 სექტემბერს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში 4 ამერიკელი დიპლომატის დაღუპვა უსაფრთხოების ზომების მიმართ გულგრილობამ გამოიწვია.

კომისიამ დაასკვნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ორი ბიუროს შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად, ტერორისტული თავდასხმის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბენღაზიში ამერიკელ დიპლომატთა რაოდენობა საკონსულოში არადეკვატური იყო. აღსანიშნავია, რომ ყოფილი ელჩი ქრისტოფერ სტივენსი გამუდმებით ითხოვდა დიპლომატიური პერსონალის გაზრდას.
XS
SM
MD
LG