ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფრიკის ქვეყნების კავშირის ლიდერები ლიბიაში ჩადიან


აფრიკის ქვეყნების კავშირის ლიდერები ლიბიაში ჩადიან
აფრიკის ქვეყნების კავშირის ლიდერები ლიბიაში ჩადიან

აფრიკის ქვეყნების კავშირის ლიდერები ლიბიაში ჩადიან იმ მიზნით, რომ მუამარ კადაფისა და მეამბოხეთა შორის დაპირისპირებით გამოწვეული კრიზისი მშვიდობიანი გზით გადაწყვიტონ.

დღეს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა ლიბიის დედაქალაქში მავრიტანიის, მალისა და კონგოს პრეზიდენტებს შეუერთდა. აფრიკის ქვეყნების ლიდერები ჯერ პრეზიდენტ კადაფის შეხვდებიან, შემდეგ კი ქალაქ ბეღაზიში ამბოხებულების ლიდერებთან მოსაპალარაკებლად ჩავლენ.

ამავდროულად, კადაფის სამხედრო ძალები ლიბიის აღმოსავლეთით ქალაქ აჯდაბიაში დაბანაკდნენ.

"ასოშიეითედ პრესის" ცნობით, ქალაქ ბრეგაში კადაფის სამხედრო ძალებმა მეამბოხეთა ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს.

XS
SM
MD
LG