ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეტაკებები ლიბიაში დღესაც გრძელდება


შეტაკებები ლიბიაში დღესაც გრძელდება
შეტაკებები ლიბიაში დღესაც გრძელდება

ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფის მხარდამჭერმა შეიარაღებულმა ძალებმა აჯანყებულთა რაზმებზე ინტენსიური კონტრშეტევები განახორციელეს, რის გამოც აჯანყებულემბა რას ლანუფის საპორტო ქალაქი დათმეს და აღმოსავლეთისკენ დაიხიეს.

შეტაკებები დღესაც გრძელდება. სამთავრობო ძალები აჯანყებულების პოზიციებს მძიმე არტილერიითა, ტანკებითა და რაკეტებით ბომბავენ.

რას ნალუფს კადაფის მხარდამჭერი ძალები გუშინ სარამოს მიუახლოვდნენ. ლიბიაში მყოფი უცხოელი ჟურნალიტების თქმით, ოპოზიციური რაზმები დასავლეთის კოალიციას საჰაერო დახმარებას სთხოვდნენ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჯანყებულთა რიგებში პანიკა დაიწყო და მათ ქალაქი დატოვეს.

XS
SM
MD
LG