ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში შეტაკებები გრძელდება


ლიბიაში შეტაკებები გრძელდება

ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფის მხარდამჭერ შეიარაღებულ დაჯგუფებებსა და აჯანყებულებს შორის ბრძოლები გრძელდება.

ლიბიაში მყოფი უცხოელი ჟურნალისტების განცხადებით, კადაფის ჯარებმა აჯანყებულებს აღმოსავლეთისკენ დაახევინეს. სამთავრობო ჯარები აჯანყებულების წინააღმდეგ მძიმე არტილერიასა და ტანკებს იყენებენ.

ლიბიაში დასავლეთის კოალიციის მიერ არა-საფრენი ზონის შეზღუდვების დაწესების შემდეგ აჯანყებულებს ტაქტიკური უპირატესობა მიეცათ და მათ ვრცელი ტერიტორიების დაკავება შეძლეს.

ოპოზიციური ძალები ახლა კადაფის მშობლიური ქალაქი სირტისკენ მიიწევენ.

XS
SM
MD
LG