ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბან კი-მუნი ტრიპოლიში ჩავიდა


ბან კი-მუნი ტრიპოლიში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი, ტრიპოლიში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის დასრულების შემდეგ.

ბატონი ბანი ლიიბის გარდამავალი საბჭოს წევრების გარდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ლიბიის გარდამავალი საბჭოს მიერ პრემიერ-მინისტრად დროებითად დანიშნული აბდურაჰიმ ელ-კეიბის განცხადებით იგი პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, რომელიც, მომავალ არჩევნებში, მისი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

ლიბიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ, გაეროს გენერალური მდივანი საფრანგეთის ქალაქ კანში ჩავა, სადაც იგი დიდი ოცეულის სამიტს დაესწრება.

XS
SM
MD
LG