ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ზავიას ნავთობ-ტერმინალი მეამბოხეებმა აიღეს


ქალაქ ზავიას ნავთობ-ტერმინალი მეამბოხეებმა აიღეს

ლიბიელი მეამბოხეების განცხადებით მათ ხელში ჩაიგდეს ქალაქ ზავიას ნავთობ-ტერმინალი, რომელიც ტრიპოლიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

მეამბოხეები ამტკიცებენ, რომ მათ გადაკეტეს ტერმინალიდან გამავალი ნავთობსადენები და ახლა ქვეყნის დედაქალაქისკენ გააგრძელებენ შეტევას მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის მიზნით.

ქალაქიდან გამოქცეული მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ზავიას დიდ ნაწილს მეამბოხეები აკონტროლებენ, თუმცა კადაფის ერთგულმა ნაწილებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქის ცენტრი და სნაიპერებიც აქტიურად მოქმედებენ ოპოზიციის მეომრების კონცენტრაციის ადგილებში.

შეტაკებები გრძელდება ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ბრეგას მახლობლად, სადაც ოპოზიციამ 18 მებრძოლი დაკარგა. ამასობაში ამერიკელებმა დამატებით კიდევ ორი უპილოტო თვითმფრინავი გააგზავნეს საომარი მოქმედებების რაიონში, მაშინ როდესაც ლიბიის ოპოზიციის სამხედრო წარმატება მთლიანად ნატოს ავიაციაზეა დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG