ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეიარაღებული ძალები ლიბიაში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას იწყებს


ამერიკის შეიარაღებული ძალები ლიბიაში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას იწყებს იმისთვის, რომ ლიბიის მთავრობა დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოამზადოს. ამის შესახებ ამერიკის აფრიკის სარდლობის მეთაურმა გენერალმა როდრიგესმა განაცხადა.

ლიბიაში რთულია იმის გარკვევა, თუ რომელი დაჯგუფება იბრძვის ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის მხარეს. ამის გამო შეერთებული შტატები აცხადებს, რომ დახმარების მიწოდებაში ამერიკა “დამოკიდებულია” ლიბიის გარდამავალ მთავრობაზე და მის მიერ იმის განსაზღვრაზე, თუ ვინ არის მთავრობის მხარეს და ვინ არა.

ლიბიის წინააღმდეგ გაეროს იარაღის ემბარგო აქვს დაწესებული.

XS
SM
MD
LG