ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელები იმედით უყურებენ მომავალს


ლიბიელები იმედით უყურებენ მომავალს

არასტაბილურობის კერების წინააღმდეგ ლიბიელ მეამბოხეთა ბრძოლების ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობა განვლილი მოვლენების მიუხედავად იმედით უყურებს რადიკალურად ახალი და ნორმალური ქვეყნის მომავალს

ამერიკის ხმის კორესპონდენტი ელიზაბეთ აროტი ტრიპოლიდან მოგვითხრობს:

ფიტორი აბდლ ხადირმა იარაღი სამი თვის წინ აისხა.

„ჩვენ დაპირისპირება უნდა შევწყვიტოთ და აღმშენებლობა დავიწყოთ.“ აცხადებს იგი.

ახლა ხადირს იარაყის დაყრა სწადია. ომამდე იგი სახელმწიფო ტელევიზიაში ტექნიკოსად მუშაობდა.

ომის დასრულების შემდეგ, იმედი აქვს, რომ პოსთ-კადაფის სატელევიზიო არხის დაფუძნებაში მიიღებს მონაწილეობას. მიუხედავად ხადირის იმედებისა, ექვს-თვიანმა კონფლიქტმა ლიბიას თავისი დაღი დაასვა. ტრიპოლისკენ მიმავალი მთავარი მაგისტრალის შემხედვარე მიხვდებით, რომ ქვეყანაში ძირითადი საცხოვრებელი პირობები ჭირს.

ავტომობილები საწვავის რიგში დგანან. მაღაზიების დახლები კი ძირითადად ცარიელია.

მეამბოხეები მათ მიერვე კონტროლირებული ტერიტორიების კონტროლის შენარჩუნებას და კადაფის მომხრეებისგან დაცვას საკონტროლო-გამშვები პუნქტებით ცდილობენ. როგორც ჩანს, კადაფის 42-წლიანი მმართველობის შემდეგ, ახლა ლიბიის აღმშენებლობას დიდი ადამიანური რესურსი და ცოდნა დასჭრდება.

ტუნისში, გაქცეული მოსახლეობის ერთი ნაწილი ბრუნდება. ნაწილს ჯერ კიდევ ეშინია.

აბდლ ხადირი ამბობს, რომ გამოწვევებისთვის ლიბიელი მეამბოხეები მზად არიან.

„როგორც იცით, ლიბიაში მომხდარი რევოლუცია უცოდინართა მიერ არ მომხდარა. ჩვენ გამოცდილი კადრები გვაყვს. ჩვენს შრის არიან ექიმები, რომლებსაც ახლა იარაღი უჭირავთ ხელში. ჩვენთან არიან ინჟინრებიც. ყველა ადამიანს ამ რევოლუციაში, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია.“

ხადირისა და მისი თანამებრძოლებისთვის, მეამბოხეთა შორის მყოფ პროფესიონალებს იარაღის დაყრის ძალა შესწევს, რათა ახალი საზოგადოების, და უკეთესი ქვეყნის მშენებლობა დაიწყოს.

XS
SM
MD
LG