ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში შექმნილ სიტუაციას ბრიუსელში განიხილავენ


ლიბიაში შექმნილ სიტუაციას ბრიუსელში განიხილავენ
ლიბიაში შექმნილ სიტუაციას ბრიუსელში განიხილავენ

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის ლუის მორენო-ოკამპოს განცხადებით დაიწყება გამოძიება მუამარ კადაფის და მისი მომხრეების მიერ ანტი-სამთავრობო გამოსვლების დროს განხორციელებული დანაშაულების შესახებ.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქეთრინ ეშტონმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები 10 მარტს ბრიუსელში შეიკრიბებიან ლიბიაში შექმნილი სიტუაციის განხილვის მიზნით.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის თავმჯდომარემ ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო არ გეგმავს ლიბიის მოვლენებში რაიმე აქტიურ მონაწილეობას. არაბულმა ლიგამ გააფრთხილა უცხო სახელმწიფოები თავი შეიკავონ ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში სამხედრო ჩარევისგან.

XS
SM
MD
LG