ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საჰაერო იერიშებს ჩინეთი, რუსეთი და აფრიკის კავშირი ეწინააღმდეგებიან


საჰაერო იერიშებს ჩინეთი, რუსეთი და აფრიკის კავშირი ეწინააღმდეგებიან

დასავლეთის ქვეყნების მიერ ლიბიაში დაწყებულ საჰაერო იერიშებს ჩინეთი, რუსეთი და აფრიკის კავშირი ეწინააღმდეგებიან.

გაეროს უშიშროების საბჭოზე ლიბიის არა-საფრენ ზონად გამოცხადებაზე კენჭისყრის დროს რუსეთმა და ჩინეთმა თავი შეიკავეს. გაეროს რეზოლუცია საერთაშორისო საზოგადოებას „ყველა საჭირო ზომის“ გატარების, მათ შორის საჰაერო თავდასხმების ნებართვას აძლევს.

აფრიკის კავშირის მმართველმა საბჭომ, რომელიც ხუთი ქვეყნის პრეზიდენტისგან შედგება, საერთაშორისო საზოგადოებას თავშეკავებისკენ და ლიბიის მშვიდობიანი მოსახლების ინტერესების დაცვისკენ მოუწოდა. საბჭოს წევრები დღეს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში აპირებდნენ ჩასვლას მუამარ კადაფისთან შეხვედრის გასამართად. მაგრამ საჰაერო იერიშების ფონზე ვიზიტი გაუქმდა.

XS
SM
MD
LG