ლიბიის იუსტიციის სამინისტრო უკვე მესამე დღეა ალყაშია მოქცეული. გასამხედროებული დანაყოფები ქვეყანაში სასამართლო რეფორმების გატარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალი და სამინისტროს შენობას მძიმე სამხედრო ტექნიკით დაარტყეს ალყა.
დემონსტრაციის მონაწილეები, მათ შორის ყოფილი მეამბოხე იბრაჰიმ ალ მესალათი ლიბიის პარლამენტს სთხოვენ ახალი კანონის მიღებას, რომლის მიხედვითად ლიბიის ყოფილი დიქტატორის მუამარ კადაფის მაღალჩინოსნებს ახალ მთავრობაში მუშაობა აეკრძალებათ.
ლიბიის მოსახლეობის ერთ ნაწილს კი მიაჩნია, რომ მომიტინგეები მთავრობის დაშინებას ცდილობენ.