ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში „ფრანსპრესის“ ჟურნალისტები დაიკარგნენ


ლიბიაში „ფრანსპრესის“ ჟურნალისტები დაიკარგნენ

ფრანგული საინფორმაციო სააგენტოს „ფრანსპრესის“ განცხადებით, მათი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ლიბიაში დაიკარგნენ. როგორც სააგენტო იტყობინება ჟურნალისტი დეივ კლარკი და ფოტოგრაფი რობერტო შმიდტი მთავარ ოფისს პარასკევის შემდეგ აღარ დაკავშირებიან. პარასკევს მათ სააგენტოს ოფისში ელექტრონული ფოსტით წერილი გაგზავნეს, სადაც იტყობინებოდნენ რომ ქალაქ თობრუქში აპირებდნენ გამგზავრებას. „ფრანსპრესის“ ცნობით, მათ ჟურნალისტებთან ერთად გაუჩინარებულია „გეტი იმიჯის“ სააგენტოს ფოტოგრაფია ჯო რედლი. როგორც სააგენტოს ცნობაშია ნათქვამი, ჟურნალისტები კადაფის მოწინააღმდეგე ბანაკის ლიდერებთან შეხვედრას და მათთან ინტერვიუს გეგმავდნენ.

XS
SM
MD
LG