ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ჰოსპიტლები დაჭრილების მოვლას ვერ აუდიან


ლიბიის ჰოსპიტლები დაჭრილების მოვლას ვერ აუდიან

სამუშაო ტემპი აქ არასოდეს ვარდება, არც დღე, არც ღამე. ოპოზიციის არაოფიციალურ დედაქალაქ -ბენღაზიში- მდებარე ჰოსპიტალი აღმოსავლეთ ლიბიაში ყველაზე დიდ საავადმყოფოდ ითვლება. 200 საწოლიანი შენობა საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან ურთულეს რეჟიმში მუშაობს.

ფილიპინელი ექთანი კორა გვთხოვს მისი გვარი არ გავამხილოთ. კორას თქმით ჰოსპიტალი დღეში საშუალოდ 7 მიცვალებულს და 10-ზე მეტ დაჭრილს იღებს. მათი უმრავლესობა ანტიკადაფისტურ შენაერთებში მებრძოლი ახალგაზრდაა, რომლებსაც სხეულის დაზიანებები სატანკო შეტევების შედეგად აქვს მიღებული.

ამის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. სიკვდილს ყოველდღიურად ვუყურებთ. მოყჰავთ მიცვალებულები, რომლებსაც ნახევარი სხეული აღარ აქვთ. ეს საშინელებაა“.

აბდულრახმან ახმედი 15 წლის სკოლის მოსწავლეა. ის სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე ოპოზიციურ ძალებს შეუერთდა. ახმედს სხეულის 90 პროცენტი დამწვარი აქვს. იგი მანქანაში იჯდა, როცა პროკადაფისტურმა არმიამ მათ ხელყუმბარა ესროლა. და მაინც, ახმედი გაჯანსაღებისთანავე ომში აპირებს დაბრუნებას:

„დაბადებიდან ვიცოდი, რომ კადაფი ტირანი იყო და საკუთარი ხალხი არ უყვარდა. ის რეპრესიებით და მკვლელობებით ინარჩუნებდა ძალაუფლებას. მე არაფრით ვჯობივარ იმათ, ვინც კადაფმა გასწირა“, ამბობს პაციენტი.

წითელი ჯვრის სპიკერი, იმან მოანკარი, აცხადებს, რომ ბენღაზის ჰოსპიტლის პერსონალი იმდენად პროფესიონალურად უძღვება საქმეს, რომ წითელმა ჯვარმა მაშველი რაზმი საავადმყოფოდან გაიყვანა და ტრიპოლიდან 200 კილომეტრის იქით, მისრატას ჰოსპიტალს მიაშველა, სადაც ბევრად უარესი მდგომარეობაა. მისრატასაც ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ.

ანტიკადაფისტური კოალიციის ჯანდაცვის ადმინისტრაციის მეთაურის, ექიმი ჯაბრილ ალჰოვედის, თქმით, ლიბიის ჰოსპიტლები პირველად დახმარებებს კარგად ართმევენ თავს, მაგრამ სერიოზულ ტრამვებზე მიხმარება ჭირდებათ. ისინი ახლა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მედიკამენტებით დახმარებას ელოდებიან. ალჰოვედი აცხადებს, რომ თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, მათ მარაგი ერთ თვეში გამოელევათ და ჰოსპიტლებში სერიოზული კრიზისი დაიწყება.

26 წლის მექანიკოსი, ავად აჯელა, ასევე მანქანის დაბომბვის დროს დაიწვა. ისიც უკან, ბრძოლის ველისკენ მიიწევს. „სამჯერ, ოთხჯერაც რომ მომიწიოს დაწვა და ჰოსპიტალიზაცია, ყველაფერს გავუძლებ. მაინც დავბრუნდები, ოღონდ კი კადაფი მოვიცილოთ. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ“, ამბობს ის.

აჯელა და მისი მეგობრები ეგვიპტეში, სპეციალურ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მათი საწოლები იმ დღესვე ბრძოლის წინა ხაზიდან მოყვანილი ახალი დაჭრილებით შეივსო.

XS
SM
MD
LG