ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის გარდამავალი მთავრობის მებრძოლები მუამარ კადაფის მომხრეებთან ბრძოლას განაგრძობენ. ბრძოლები კადაფისტების ერთერთ სიმაგრესთან ქალაქ ბანი ვალიდთან მიმდინარეობს. კადაფის მომხრეები გარდამავალი მთავრობის მებრძოლთა წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებს იყენებენ. ბოლო მონაცემებით, კადაფის ძალებმა ქალაქის სიახლოვეს რევოლუციური ძალების გადაჯგუფება აღკვეთეს. გუშინ კი ბანი ვალიდში გამაგრებულმა კადაფის ძალებმა კონტრიერიში მიიტანეს მოწინააღმდეგზე და მათ პოზიციებს ნაღმტყორცნებით შეუტიეს. ბრძოლებში კადაფის ძალების მხრიდან სნაიპერებიც მონაწილეობდნენ. ბრძოლები მიმდინარეობდა ასევე კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტთან, სადაც გარდამავალი მთავრობის ძალებს კადაფის მომხრეებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს. გუშინ გარდამავალი ეროვნული საბჭო ახალი კაბინეტის ფორმირებას გეგმავდა, თუმცა, დროებითმა პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ ჯიბრილმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია.

XS
SM
MD
LG