ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში ინტენსიური ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს


ლიბიაში ინტენსიური ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს

ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფის მომხრე შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ქალაქ აჯაბიაში გამაგრებულ აჯანყებულებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ამ ეტაპზე მსხვერპილის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა გუშინ განხორციელებული მსგავსი იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 27 მძიმედ დაშავდა.

ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ასევე საპორტო ქალაქ ბრეგაში. აჯანყებულთა წარმომადგენლის განცხადებით, კადაფის მომხრე ძალებმა ქალაქ მისრატაში ასზე მეტი კასეტური ბომბი ჩამოაგდეს, რომელთა უმრავლესობაც მჭიდროდ დასახლებულ უბნებში აფეთქდა.

XS
SM
MD
LG