ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის მომხრეებმა ქალაქი მისრატა დაბომბეს


კადაფის მომხრეებმა ქალაქი მისრატა დაბომბეს

ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფის მხარდამჭერმა შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქი მისრატა დაბომბეს.

თვითმხილველების თქმით, ქალაქზე იერიში აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ერთდროულად განხორციელდა.

სამთავრობო და ოპოზიციურ ძლებს შორის შეტაკებები ქალაქ ბენღაზიზე კონტროლის დასამყარებლად მიმდინარეობს, რადგანაც სწორედ მასზე გადის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მაგისტრალი. თუ ბენღაზი კადაფის მხარდამჭერებმა ხელში ჩაიგდეს, მათ ოპოზიციის მიერ გამაგრებულ ტერიტორიაზე გადაადგილება ადვილად შეეძლებათ.

XS
SM
MD
LG