ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელმა აჯანყებულებმა ქალაქი იაფრანი აიღეს


ლიბიელმა აჯანყებულებმა ქალაქი იაფრანი აიღეს

ლიბიელმა აჯანყებულებმა ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქი იაფრანი აიღეს. მათ წინსვლის პარალელურად, ნატოს თვითმფრინავები აქტიურად ბომბავდნენ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის მიმდებარე ტერიტორიას.

ლიბიაში მყოფი მედია საშუალებების განცხადებით, იაფრანთან სახელმწიფოს შეიარღებული ძალების წარმომადგენლები არ ჩანან. მოსახლეობამ აჯანყებულებლთა დროშები გამოფინა და ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფის გამოსახულებებს ანადგურებენ.

ნატო კადაფიზე სამხედრო ზეწოლას აძლიერებს. დედაქალაქ ტრიპოლისთან ერთად საპორტო ქალაქ ბრეგასაც ბომბავენ.

XS
SM
MD
LG