ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ლიბიაში ნატოს კამპანიის გამოძიებას მოითხოვს


რუსეთი ლიბიაში ნატოს კამპანიის გამოძიებას მოითხოვს
რუსეთი ლიბიაში ნატოს კამპანიის გამოძიებას მოითხოვს

რუსეთი მოუწოდებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს დეტალურად გამოიძიოს ნატოს მიერ წარმოებული საბრძოლო კამპანიის შედეგად გამოწვეული მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

რუსეთის ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვიტალი ჩურკინი აცხადებს, რომ ამ საკითსხ ის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ხუთშაბათს წამოჭრის, როცა საბჭო ლიბიის საქმეს განიხილავს.

ნატოს საჰაერო დაბომბვების ოპერაცია გაეროს მიერ იყო დამტკიცებული და მისი დანიშნულება ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობის სახელისუფლებო ძალებისგან დაცვა იყო.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ნატოს ოპერაცია ლიბიაში ადამიანის უფლებების დარღვევის გარეშე ჩატარდა.

რუსეთი და ჩინეთი გენერალურ მდივანს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ საჰაერო ოპერაცია გაეროს მანდატის ფარგლებს გასცდა.

XS
SM
MD
LG