ლიბიაში აჯანყებულებმა ტუნისის საზღვართან გასვლა მოახერხეს, სასაზღვრო საგუშაგოზე მდგარმა კადაფის ერთგულმა ნაწილებმა ტუნისში გაქცევით უშველეს თავს.
ლიბიის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ ტრიპოლიში ნატოს ავიაციის თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 7 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა.
ნატოს სამიზნე ტრიპოლის გერუბანში მდებარე სამხედრო ბაზა იყო. ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა გააფრთხილა მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ ნუ მიუახლოვდებიან ლიბიის სამთავრობო ჯარების პოზიციებს.
ნატოს სარდლობის წარმომდგენელმა გენერალ-ლეიტენანტმა ჩარლზ ბუჩარდმა განაცხადა, რომ ავიაცია ყველაფერს გააკეთებს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, მაგრამ აბსოლუტურ უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს.