ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში სამხედრო მოქმედებების შეჩერების აუცილებლობა


ლიბიაში სამხედრო მოქმედებების შეჩერების აუცილებლობა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ და არაბული ლიგის თავმჯდომარემ ლიბიაში სამხედრო მოქმედებების შეჩერების აუცილებლობის შესახებ გააკეთეს განცხადება.

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ დაიბეჭდა არაბული ლიგის თავმჯდომარის ამრ მუსას ინტერვიუ, სადაც ის ლიბიის კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე საუბრობს. ბატონი მუსა ასევე უკამყოფილებას გამოთქვამს ნატოს ავიაციის მოქმედების გამო, რამაც მსხვერპლი გამოიწვია მშვიდობიან მოსახლეობაში.

ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა აღიარა კვირას დაბომბვის შედეგად მშიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის არსებობა. ასევე პარასკევს ნატოს საბრძოლო თვითმფრინავებმა შეცდომით დაბომბეს მეამბოხეთა სამხედრო კოლონა.

ნატოს განცხადებით ალიანსმა ერთი უპილოტო თვითმფრინავი დაკარგა ლიბიაში. ლიბიის მთავრობა კი აცხადებს, რომ მუამარ კადაფის ერთგულმა ძალებმა ნატოს “აპაჩის” ტიპის საბრძოლო შვეულმფრენი ჩამოაგდეს ქალაქ ზლიტანის მახლობლად.

XS
SM
MD
LG