ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებში ფეხბურთელი ლიდერობს


ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ცნობილი ფეხბურთელი ჯორჯ ვია და ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბოკაი ლიდერობენ. საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ, მხოლოდ ხმების მესამედია დათვლილი.

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოში საპრეზიდენტო არჩევნები სამშაბათს ჩატარდა. უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა დემოკრატიულად არჩეულ ერთ მთავრობას მეორე მთავრობა მშვიდობიანი არჩევნების გზით ცვლის.

თუმცა ლიბერიის „თავისუფლების პარტია“ საარჩევნო კომისიას ხმების დათვლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და მიზეზად გაყალბების შემთხვევებს ასახელებს.

ამავე დროს მეორე ექვსწლიანი საპრეზიდენტო ვადა ეწურება ლიბერიის პირველ ქალ პრეზიდენტს, ნობელის მშვიდობის ლაურეატს ელენ ჯონსონ სირლიფს.

პრეზიდენტის პოსტისთვის ლიბერიაში სულ 20 კანდიდატი იბრძვის, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აუცილებელი 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს და ნოემბერში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG