ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთი ჰეზბოლას ადანაშაულებს


მეამბოხეები ბულგარეთში კანადის და ავსტრალიის პასპორტებით შევიდნენ

ბულგარეთი ჰეზბოლას მოძრაობის ლიბანელ მეამბოხეებს გასულ წელს შავი ზღვის ქალაქ ბურგასში ისრაელ ტურისტებზე მოწყობილ თავდასმხაში ადანაშაულებს.

სამშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა ცვეტან ცვეტანოვმა განაცხადა, რომ გენეტიკურ კვლევებზე დაყრდნობით, გამომძიებლები კონკრეტულ დასკვნამდე მივიდნენ. მათი განცხადებით, თავდასხმის სამ მონაწილეთაგან ორი ჰეზბოლას დაჯგუფების წევრია.

ცვეტანოვი ასევე აცხადებს, რომ ერთერთჲ თავდამსხმელი ქვეყანაში კანადის, ხოლო მეორე ავსტრალიის პასპორტით შევიდა. თუმცა ერთი თავდამსხმელი ლიბანში 2006 წლიდან ცხოვრობდა, ხოლო მეორე 2010 წლიდან.
XS
SM
MD
LG