ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოწამლული წერილების ავტორს სამუდამო პატიმრობა ელის


ჯეიმს დუჩკემ რიცინის შემცველი წერილი მისისიპის რესპუბლიკელ სენატორს როჯერ ვიკერსაც გაუგზავნა

შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ ბრალი წაუყენა ადამიანს, ვინც პრეზიდენტ ობამას, ამერიკის სენატორს და შტატის მოსამართლეს მოწამული წერილები გაუგზავნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯეიმს დუჩკეს სამუდამო პატიმრობა ელის.

ბრალდებაში შედის ბიოლოგიური ნივთიერების იარაღად გამოყენება და პრეზიდენტის მიმართ მუქარა. ჯეიმს დუჩკემ რიცინის შემცველი წერილი მისისიპის რესპუბლიკელ სენატორს როჯერ ვიკერსაც გაუგზავნა. წერილები საფოსტო დაწესებულებშივე აღმოაჩინეს და მათ დანიშნულების ადგილებამდე ვერ მიაღწიეს.
XS
SM
MD
LG