ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ექიმები კოვიდ-19-თან ბრძოლის გაკვეთილებზე საუბრობენ


იმ დროს, როდესაც კორონავირუსის გლობალური შემთხვევების თითქმის ერთი მესამედი შეერთებულ შტატებში აღირიცხა, ამერიკელი ექიმები ამბობენ, რომ მათ კორონავირუსთან ბრძოლის კვალდაკვალ ბევრი გაკვეთილი მიიღეს.

მათ შორის, მაგალითად ის, თუ როგორ დაეხმარონ იმ პაციენტებს უკეთ, რომლებსაც ჟანგბადის ნაკლებობა აქვთ.

“ადრეულ ეტაპზე ვნახეთ, რომ როგორც კი ვინმე ცხვირის მილიდან 6 ლიტრი ჟანგბადის მიღებას იწყებდა, მისი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა და მაშინვე ინტუბაციაზე გადავდიოდით. ახლა ვხვდებით, რომ ზოგიერთი პაციენტისთვის, სავარაუდოდ რაიმე შუალედური პროცედურა, მაგალითად ჟანგბადის დიდი ნაკადი, ან ორ-დონიან, დადებითი წნევის სასუნთქ აპარატზე (BiPAP) მიერთება კარგად იმუშავებდა. კიდევ ის ვისწავლეთ, რომ შეიძლება ადამიანები მუცელზე დააწვინო“, - ამბობს ექიმი ჯოლიონ მაკგრივი.

მუცელზე დაწვენის მეთოდი წარმატებულია, ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის თერაპევტი და კარდიოლოგი ჯენიფერ ჰაითი.

“არსებობს თეორია, რომ ფილტვები ღრუბელივითაა და თუ ზურგზე ძალიან დიდხანს წევხართ, მიზიდულობის ძალა ყველა გამონადენს და სითხეს, ასე ვთქვათ გამოდევნის და ფილტვის იმ ნაწილს გააბრტყელებს. ადამიანის გადაბრუნებით, ტორსის წინა მხარეს სივრცეს ათავისუფლებთ, რაც ფილტვს გახსნის, გაფართოების საშუალებას აძლევს და ჟანგბადს უკეთ მიაწვდით. და ეს მუშაობს“, - ამბობს ის.

მისი თქმით, საავადმყოფოები საკვანძო აღჭურვილობის ნაკლებობას განიცდიან, რაც იტალიის, ესპანეთის და სხვა ცხელი წერტილების შემთხვევაშიც ვიხილეთ.

“ნეტავ, ადამიანების საკეთილდღეოდ - უფრო ადრე მივმხვდარიყავით, რომ ეს მოხდებოდა და ავადმყოფების მისაღებად საავადმყოფოებში ყველაფერი გვქონოდა, შეგვძლებოდა ადამიანების დიდი მასის ერთდროულად მოწყდომის თავიდან აცილება და გვქონოდა მეტი პერსონალური დამცავი აღჭურვილობა, რათა ადამიანები მის გარეშე არ დარჩენილიყვნენ“, - ამბობს ჯენიფერ ჰაითი.

თერაპევტი ანჯუ გოელი ფიქრობს, რომ რომ ყველაზე მოულოდნელი, ხანდაზმულ ადამიანებზე ვირუსის ზემოქმედების ბუნება იყო.

“ რაც არ ვიცოდით იყო ის, რომ ავადმყოფობა ხანდაზმულ ადამიანებში უფრო მძიმე იქნებოდა. ეს რომ გვცოდნოდა, ამ ჯგუფის დასნებოვნებისგან დასაცავად უფრო მეტად შემზღუდველ ზომებს დავაწესებდით და გართულებების თავიდან ასაცილებლად, ძალიან ადრეულ მკურნალობას ჩავუტარებდით“, - თქვა მან.

ადამიანების უმრავლესობაში, დაავადება მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა სიცხე და ხველა.

ზოგიერთი, განსაკუთრებით ასაკოვანი და ჯანმრთელობის უკვე არსებული პრობლემების მქონე ადამიანისთვის, ამ დაავადებას უფრო მძიმე ავადმყოფობის გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა პნევმონია და ის სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

კორონავირუსის შესახებ ამ დრომდე მსოფლიოსთვის ბევრი რამ უცნობია და კვლევის საგნად რჩება, თუმცა დროსთან ერთად, ექიმები ამბობენ, რომ მათი ცოდნა ვირუსის ბუნების შესახებ, იზრდება.

კორონავირუსთან ბრძოლის ამერიკული გაკვეთილები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:50 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG