ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია მაგნატის ლებედევის ბანკში ჩხრეკა ჩატარდა


მედია მაგნატის ლებედევის ბანკში ჩხრეკა ჩატარდა

დღეს ნიღბიანი პოლიციელების რაზმი რუსეთის მედია მაგნატის ალექსანდერ ლებედევის ბანკში შეიჭრა. პოლიციელები ლებედევს შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ. რამდენიმე შეიარაღებული პოლიციელი შენობის შესასვლელს იცავდა, ხოლო დანარჩენი კი შენობაში ჩხრეკას ატარებდა.

ლებედევის ერთ-ერთმა თანაშემწემ განაცხადა, რომ მისთვის რეიდის მიზეზები უცნობი იყო.

ლებედევი სუკის ჯაშუში იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გიგანტური მედია ქსელი შექმნა. ამჟამად ლებედევის საკუთრებაშია პრო-დემოკრატიული რუსული გაზეთი „ნოვაია გაზეტა“ და „ლონდონ ივნინგ სტანდარდ“-ი. ლებედევმა ახლახან ბრიტანული ყოველდღიური გაზეთი „დი ინდეპენდენტ“-იც იყიდა.

ამ ეტაპზე რეიდის მიზანი ცნობილი არ არის. აღნიშნულ შენობაში ლებედევის ბანკთან ერთად მაღალ-ტექნოლოგიური კორპორაცია რუსნანოს ოფისებიცაა მოთავსებული.

XS
SM
MD
LG