ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის ლიდერის განცხადება


ლიბანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის არასწორი იყო, როდესაც მამის მკვლელობაში სირიას დასდო ბრალი. ამის შესახებ ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთი „აშარქ-ალ ავსათი“ იუწყება, რომელსაც ლიბანის პრემიერის საად ალ-ჰარირის კომენტარები მოჰყავს. მისი თქმით, მამამისის მკვლელობა პოლიტიკური აქცია იყო. ლიბანის ამჟამინდელი პრემიერის მამა ყოფილი პრემიერი რაფიკ ჰარირი ბეირუთში 2005 წელს აფეთქების შედეგად დაიღუპა. ტერაქტის შემდეგ სირია იძულებული გახდა ლიბანიდან ჯარები გაეყვანა მისი იქ 30 წლიანი სამხედრო ყოფნის შემდეგ. დამასკომ ასევე უარყო გაეროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც მკვლელობაში სირიის როლი იკვეთებოდა.

XS
SM
MD
LG