ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანელები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ


ლიბანში გუშინ მომხდარი აფეთქების გასაპროტესტებლად ბეირუთის ქუჩებში ათასობით ადამიანი გავიდა. მომიტინგეები პრემიერ მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ლიბანის მინისტრთა კაბინეტმა დღეს საგანგებო სესია გამართა, რომელიც პარასკევს მომხდარ აფეთქებაზე მთავრობის რეაგირების ნაბიჯების დასახვას ითვალისწინებდა. გუშინ ბეირუთის ერტ-ერთ ქრისიანულ უბანში მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ქვეყნის პოლიციის დაზვარვის უფროსი და მასთან ერთად შვიდი ადამიანი დაიღუპა.

ლიბანში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კი პრემიერ მინისტრის გადადგომასა და მინისტრთა კაბინეტის გადახალისებას ითხოვს.

ლიბანის მედიის ინფორმაციით, აფეთქების სამიზნე პოლიციის დაზვერვის უფროსი ვისამ ალ ჰასანი იყო.

ოპოზიციური ძალა „მომავლის მოძრაობის“ ლიდერი ადმედ ალ ჰარირიაფეთქებაზე ნაწილობრივ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს:

„ეს მთავრობა უნდა წავიდეს და პრემიერ მინისტრი კი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.“

ბეირუთის ქუჩებში ღამის განმავლობაში დემონსტრაციები მიმდინარეობდა. მომიტინგეებმა ქალაქის ცენტრში რამდენიმე კოცონი დაანთეს. ისინი აფეთქებაზე პასუხისმგებელი ადამიანების დაუყოვნებელ დასჯას ითხოვდნენ. ერთ-ერთი მომიტინგე ამბობს:

„დღეს გზას გადავკეტავთ იმის გამო, რაც მოხდა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ასე გაგრძელება დაუშვებელია. ყოველ დღე ერთ ადამიანს ვკარგარგავთ.“

აფეთქება ქრისტიანულ უბანში, ქრისტიანული ფალანგის პარტიის სათაო ოფისთან მოხდა და მის შედეგად დაახლოებით 80 ადამიანი დაშავდა. ფალანგი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებიდან წასვლის მომხრეა და ამის შესახებ არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული.

ჰასანი გამოძიებას ხელმძღვანელობდა, რომლის შედეგადაც ერთ-ერთი პრო-სირიული ლიბანელი პოლიტიკოსი დააპატიმრეს. გამოძიების თანახმად ის ბეირუთში აფეთქების მოწყობას გეგმავდა. გარდა ამისა, ჰასანი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, რომელიც 2005 წელს ლიბანის პრემიერ მინისტრ რაფიკ ჰარირის მკვლელობის გამოძიებაში მონაწილეობდა და აცხადებდა, რომ ჰარირის მკვლელობაში სირიასა და გასამხედროებულ შიიტურ დაჯგუფებ ჰეზბოლას დიდი წვლილი მიუძღოდა.

პარასკევის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG