ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის პრეზიდენტი დემონსტრანტებს შეხვდება


ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნიმ დემონსტრანტებთან შეხვედრისa და მათთან საუბრისთვის მზადყოფნა გამოთქვა, რათა განიხილონ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის გადაწყვეტის გზების. დისკუსიის თემა ასევე იქნება ახალი გადასახადების საკითხები, რომლებმაც ეროვნული მასშტაბის პროტესტები გამოიწვია.

აუნის განცხადება სატელევიზიო მიმართვაში გაჟღერდა, რომლის დროსაც რადიკალურ რეფორმაზე მუშაობის პირობა დადო, მათ შორის არსებული მთავრობის გადახედვის საჭიროების თაობაზეც.

ეს აუნის პირველი კომენტარი იყო 17 ოქტომბერს დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომლებიც მთავრობის საწინააღმდეგო ეროვნული მასშტაბის დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა. დემონსტრანტები მთავრობის ლიდერებს კორუფციაში და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG