ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბეირუთში ტერორისტული აქტი მოხდა


სახელმწიფო მედია მსხვერპლის რაოდენობას არ ასახელებს, თუმცა, საერთაშორისო სააგენტოები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, დაიღუპა რვა და დაშავდა ორმოცამდე ადამიანი

საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, მანქანაში იყო დამონტაჟებული. ინციდენტი სამოქალაქო დასახლებაში მოხდა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია. ლიბანის სახელმწიფო მედია მსხვერპლის რაოდენობას არ აკონკრეტებს.
XS
SM
MD
LG