ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სწავლების ფონდის სასწავლო-პროფესიული პროგრამები


ამერიკის სწავლების ფონდის სასწავლო-პროფესიული პროგრამები

აკადემიური პროგრამის შემდეგ სტუდენტები კონგრესში, კერძო სექტორსა და სხვა ორგანიზაციებში იწყებენ მუშაობას

ამერიკის სწვლების ფონდის სასწავლო და პროფესიულ პროგრამებში ყოველწიურად ასობით ამერიკელი და უცხოელი სტუდენტი მონაწილეობს. 1960-იან წლებში დაარსებული ორგანიზაციის ლიდერები თავდაპირველად ამერიკელი სტუდენტებისთვის თავისუფალი საზოგადოების პრინციპებზე მსჯელობას ისახავდნენ მიზნად. 1990-იანი წლების გამოწვევებს კი ფონდმა გლობალური მიდგომით უპასუხა და ახლა გაცვლით პროგრამებს ევროპის სახელგანთქმულ უნივერსიტეტებშიც ატარებს.

აკადემიური პროგრამის შემდეგ სტუდენტები კონგრესში, კერძო სექტორსა და სხვა ორგანიზაციებში იწყებენ მუშაობას.ფონდის პრეზიდენტი როჯერ რომი გვეუბნება, რომ ორგანიზაციის მისია მსოფლიოში ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლების გაფართოებაა.

როჯერ რიმი: „ჩვენ ამ მიზნის მიღწევას ახალგაზრდების განათლებით ვცდილობთ. ჩვენი აზრით, თუ ქვეყნების მომავალ ლიდერებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებსა და ჟურნალისტებს ინფორმაციას მივაწვდით თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და დემოკრატიაში მთავრობის როლის შესახებ, ვასწავლით მათ კანონის უზენაესობისა და საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობას, მომავალში ისინი უფრო უკეთ შეძლებენ გავლენის მოხდენას საკუთარ ქვეყნებში. საბოლოო ჯამში კი თავისუფლების გავრცელება მთლიანობაში ადამიანების კეთილდღეობას უზრუნველყოფს.„

ფონდი მარტო ვაშინგტონში ყოველ ზაფხულს ოთხი ტიპის სასწავლო პროგრამას ატარებს ბიზნეს და სახელმწიფო ადმინისტრაციის, სამოქალაქო განათლებისა და ჟურნალისტიკის დარგებში. პროგრამა ძირითადად ამერიკელი სტუდენტების განათლებასა და შემდეგ, მათ დასაქმებაზეა გათვლილი. თუმცა, არიან უცხოელი სტუდენტებიც. ამერიკული სწავლების ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციაა და ფინანსურ მხარდამჭერას კორპორატიული დონორები და კურსდამთავრებულები უწევენ.

მიშელ ლი, რომელიც ფონდის უცხოური პროგრამების დირექტორია, ამბობს რომ მზარდი რაოდენობით ქართველ სტუდენტებთან და პროფესიონალებთან უწევს შეხება

მიშელ ლი: „ქართველი სტუდენტები და პროფესიონალები წლების მანძილზე ჩვენი პროგრამების აქტიური მონაწლეები არიან. ზაფხულში ისინი ჩვენი პრაღის პროგრამებსა თუ ამერიკის სკოლებს სტუმრობენ. ქართველი ახალგაზრდები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან. პროგრამის კურსდამთავრებულებიც ძალიან კარგად გვახასიათებენ და ჩვენს შესახებ პროფესიულ წრეებში აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას.“

ადელაიდ ნასიმენტო ამერიკული სწავლების ფონდის ვაშინტონის პროგრამაში კანზასის შტატიდან ჩამოვიდა. პროგრამით მიღებულ აკადემიურ ცოდნასთან ერთად, ის ყველაზე მეტად ფონდს პრაქტიული გამოცდილებისთვის უმადლის.

ადელაიდ ნასიმენტო: „ორ ასპექტს გამოვყოფდი. რთული აკადემიური პროგრამა გვქონდა, ძალიან დინამიური. სახელგანთქმული პროფესორებისა და სტუმრების მენტორობით ჩვენ უნიკალური გამოცდილება მივიღეთ. მაგრამ ყველაზე ღირებული პროფესიულ გარემოში მოღვაწეობა იყო, როცა სემესტრის დამთავრების შემდეგ „ამერიკის ხმაში“ პრაქტიკანტად გამანაწილა ამერიკული სწავლების ფონდმა, სადაც დღემდე ვარ. ძალიან ვამაყობთ აქ მუშაობით.“

ამერიკის სწავლების ფონდში დარწმუნებულები არიან, რომ აკადემიურ განათლებას აუცილებლად უნდა ახლდეს თან პრაქტიკული გამოცდილება. სწორედ ამ დროს ხდება მიღებული თეორიის უშალო რეალიზაცია, სამყაროსთან შეხება და პროფესიული კონტაქტების განვითარება.

XS
SM
MD
LG