ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გახსნილია ფულის გათეთრების დანაშაული


კომპანიამ საშუალება მისცა კრიმინალებს ყალბი პირადობის მოწმობებით და კვალის გარეშე ემოქმედათ

ხუთი კონტინენტის აგენტებმა გახსნეს ფულის გათეთრების სქემა, რომელმაც მილიონამდე კრიმინალს საშუალება მისცა მოგებები დაემალა.

სამშაბათს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა კოსტა რიკაში ბაზირებული კომპანია ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. ნიუ იორკში, ესპანეთში და კოსტა რიკაში ხუთი ეჭვმიტანილი დააკავეს. კომპანიას ბრალად ედება საკრედიტო ბარათების, პირადობის გაყალბება, ნარკოდილერობა და საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელება.

იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების განცხადებით, კომპანიამ საშუალება მისცა კრიმინალებს ყალბი პირადობის მოწმობებით და კვალის გარეშე ემოქმედათ.
XS
SM
MD
LG