ლატვიის ხელისუფლების განცხადებით, სუპერმარკეტის ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 47 აღწევს. მათ შორის არის სამი მეხანძრე. დაშავებულია 35 ადამიანი.
მაშველები დროდადრო სამაშველო ოპერაციას წყვეტდნენ, რათა ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების ნათესავებისთვის მათთან ტელეფონით დაკავშირება ეთხოვათ. ეს მათ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ადგილმდებარეობის მიგნების საშუალებას აძლევს.
ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჭერის ჩამონგრევა, სავარაუდოდ სამშენებლო კოდების დარღვევამ გამოიწვია.