ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა თურქეთისა და ემირატების ავიახაზებს შეზღუდვებს უხსნის


Laptop Ban-Travel Disruptions

თურქეთისა და ემირატების ავიახაზებმა აეროპორტებში უსაფრთხოების ახალი სისტემები აამოქმედეს, რის შედეგადაც ამერიკისკენ მიმავალ მგზავრებს უფლება ექნებათ თვითმფრინავში ხელბარგით კომპიუტერები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები შეიტანონ.

აკრძალვა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის 10 აეროპორტიდან ამერიკისკენ მიმავალ რეისებზე მგზავრებს ხელბარგით დიდი ელექტრონული მოწყობილობების შეტანას უკრძალავს. აბუდაბის - ეტიჰადის ავიახაზების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიები შეძლებენ გამონაკლისის სახით მისცენ თავიანთ მგზავრებს უფლება თვითმფრინავში ლეპტოპით ისარგებლონ.

„ემირატების ავიახაზების“ განცხადებით, შეზღუდვა დუბაის საერთაშორისო აეროპორტიდან მას შემდეგ მოიხსნა, რაც იქ ბარგის შესამოწმებელი ახალი სკანერები დაამონტაჟეს. გასულ თვეში ამ შეზღუდვის გამო დუბაიდან 5 ამერიკულ ქალაქში მგზავრობაზე მოთოხვნა მნისვნელოვნად შემცირდა.

გასულ კვირას ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ამ აეროპორტებს ორი არჩევანი ექნებათ: ან დაამონტაჟონ მაღალგანვითარებული ულტრაბგრეითი სკანერები ხელბარგის შესამოწმებლად, ან ბორტზე მგზავრებს მობილურ ტელეფონზე დიდი ელექტრონული ხელსაწყოების ატანა აუკრძალონ.

ეს აკრძალვა მარტიდან ამოქმედდა და კვლავ ძალაშია იორდანიის, ქუვეითის, ეგვიპტის, საუდის არაბეთის, მაროკოსა და ყატარის აეროპორტებიდან ამერიკისკენ განხორციელებულ პირდაპირ ფრენებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG