ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ლაოსს მოუწოდებს


ლაოსის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომბატის გაუჩინარების საქმე დღემდე ძიებაშია

შეეთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოუწოდებს ლაოსს სოციალური აქტივისტის გაუჩინარება გამოიძიოს და ოჯახში მისი დაბრუნება უზრუნველყოს.

ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში კლინტონმა ლაოსის მთავრობისგან ინციდენტის "გამჭვირვალე გამოძიება" მოითხოვა. სომბათ სომბატი ერთი თვის წინ მთავრობამ ლაოსის დედაქალაქში დააკავა.

ლაოსის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომბატის გაუჩინარების საქმე დღემდე ძიებაშია, თუმცა კონკრეტულ შედეგებს დღემდე ვერ მიაკვლია, პოლიციის აზრით აქტივისტის გაუჩინარება პირად კონფლიქტს უკავშირდება.

XS
SM
MD
LG