შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გენერალური პროკურორის თანაშემწე ტომას პერესი შრომის დეპარტამენტის მომავალ მდივნად დაასახელა.
ტომას პერესი შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში ადამიანის უფლებათა განყოფილებას სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მერილენდის შტატში შრომის დეპარტამენტის მდივანი იყო.
პერესი დომინიკის რესპუბლიკიდან ჩამოსახლებული იმიგრანტის შვილია. თუ მისი კანდიდატურა სენატმა დაამტკიცა, იგი კალიფორნიის ყოფილ კონგრესმენს ჰილდა სოლისს შეცვლის, რომელიც თავის დროზე შრომის დეპარტამენტის მდივნის პოსტზე პირველი ლათინო-ამერიკელი ქალი იყო.