ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა შრომის დღეს აღნიშნავს


us labor day
us labor day

ორშაბათს, შეერთებული შტატები შრომის დღეს აღნიშნავს, რომელიც ამერიკელ მშრომელებს და ქვეყნის ეკონომიკაში მათ წვლილს პატივს მიაგებს. 1880-იან წლებში დაიწყო ძალისხმევა ამერიკელი მშრომელების აღიარებისთვის, რომლებიც უმნიშვნელო ხელფასის საფასურად, კვირაში ექვს დღეს, სულ მცირე, დღეში 12 საათს მუშაობდნენ. ქარხნების უღიმღამო გარემოს ნაწილი ხშირად 5 წლის ბავშვებიც კი იყვნენ. ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე კი არავის არაფერი სმენოდა.

შტატებმა ერთმანეთის მიყოლებით მიიღეს კანონი, რომელიც რიგითი მშრომელის წვლილის პატივსაცემ დღეს აწესებდა. 1884 წლის 28 ივნისს კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ყოველი წლის სექტემბრის პირველ ორშაბათს, შრომის დღედ აცხადებდა და ეს დღე ეროვნული დღესასწაული და უქმე დღე გახდა.

ბოლო წლებში, ტექნოლოგიის განვითარებასა და მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციასთან ერთად, პროფკავშირების წევრთა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ მშრომელთა უფლებები, რისთვისაც ათწლეულების წინ პროფკავშირები იბრძოდნენ, მათ შორის რვასაათიანი სამუშაო დღე, ხუთდღიანი სამუშაო კვირა, ჯანდაცვის დაზღვევა და ანაზღაურებადი შვებულება, დღეს ამერიკის სამუშაო ადგილების უმეტესობისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.

ამერიკაში მშრომელთა უმეტესობა ამ დღეს ისვენებს და დროს ოჯახთან ატარებს, სახლების ეზოებში კერძებს ამზადებენ, ან პარკებში და პლაჟებზე პიკნიკებზე მიდან.

XS
SM
MD
LG