ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი შუა აზიაში ვიზიტს აგრძელებს


ჰილარი კლინტონი შუა აზიაში ვიზიტს აგრძელებს
ჰილარი კლინტონი შუა აზიაში ვიზიტს აგრძელებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შუა აზიაში ვიზიტს აგრძელებს. ყირგიზეთში სტუმრობისას მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიესალმება ყირგიზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას საპარლამენტო დემოკრატიის შექმნის შესახებ.

ყირგიზეთის პრეზიდენტ როზა ოტუნბაევასთან შეხვედრისას კლინტონმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეთნიკური ძალადობიდან რამდენიმე თვეში ყირგიზეთმა საპარლამენტო არჩევნები გამართა, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებელების თქმით, თავისუფალი და სამართლიანი იყო:

„მე პრეზიდენტს ვუთხარი, თუ როგორ პატივს სცემს შეერთებული შტატები ყირგიზეთს იმის გამო, რომ ქვეყანა მზადაა განვითარებისკენ მიმართულ მძიმე გზას დაადგეს. ყირგიზმა ხალხმა მიზნად დაისახა ძლიერი საკანონმდებლო ორგანოს შექმნა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ყირგიზეთის ყველა ერთნიკური და რელიგიური ჯგუფი,“აღნიშნა ქალბატონმა კლინტონმა.

მანასის ბაზა კლინტონსა და ოტუნბაევას შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

XS
SM
MD
LG