ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთ-ამერიკის ურთიერთობები


ცოტა ხნის წინ ნიუ იორკში ამერიკის და ყირგიზეთის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს. ორმა ლიდერმა ყირგიზეთის მიერ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების აღდგენის საქმეში განხორციელებული ძალისხმევა განიხილა. სწორედ პრეზიდენტ ოტუნბაევას მმართველობის ქვეშ, ყირგიზეთის მთავრობამ გააუქმა შეზღუდვები მედიაზე და შექმნა ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ივნისში ჩატარებული რეფერენდუმისას იქნა მიღებული. კვირას კი ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები იგეგმება.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე აღნიშნა ყირგიზეთის მთავრობის მცდელობები იმ ძალადობის ჩასახშობად, რომელიც ივნისში ყირგიზეთის სამხრეთში განვითარდა. შეგახსენებთ, რომ სახალხო ამბოხებს შედეგად პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მთავრობა დაემხო და ხელისუფლების სათავეში როზა ოტუნბაევა მოვიდა. ეთნიკურ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ქვეყნის სამხრეთში დაწყებული დაძაბულობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. ოთხასი ათასი ადამიანი კი იძულებული იყო საცხოვრებელი დაეტოვებინა. აქედან ასი ათასამდე ადამიანი დროებითი თავშესაფრისთვის უზბეკეთში გადავიდა.

პრეზიდენტმა ობამამ ყირგიზ ლიდერს მოუწოდა გაატაროს ძალისხმევა სამომავლოდ შესაძლო ძალადობის პრევენციის მიზნით, რაც ასევე გულისხმობს ეუთოს მიერ მხარდაჭერილი ორმოცდათორმეტი ადამიანით დაკომპლექტებული პოლიციის საკონსულტაციო ჯგუფის დისლოცირებას. გარდა ამისა, ამერიკელმა ლიდერმა ყირგიზეთის მთავრობას მოუწოდა შექმნას სარწმუნო საერთაშორისო კომისია, რომელიც ივნისში მომხდარი ძალადობის შედეგებს შეისწავლის. ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს და ამიტომაც, ასეთი რამ გადამწყვეტია შერიგების პროცესისთვის.

ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ყირგიზეთის მთავრობის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხებში რობერტ ბლეიკმა განაცხადა, რომ ამერიკა მომავალ არჩევნებს მნიშვნელოვან შესაძლებლობად მოიაზრებს ცენტრალურ აზიაში პირველი საპარლამენტო დემოკრატიის დასამყარებლად. ყირგიზეთის პარლამენტში ასოცი ადგილისთვის ოცდაცხრა პარტია იყრის კეჭს. ამერიკის მთავრობამ ხუთი მილიონი დოლარი გაიღო ყირგიზეთში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ვაშინგტონი იმედს გამოქვამს, რომ საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩაივლის და ყირგიზეთის საზოგადოების ვრცელ სპექტრს ექნება მონაწლეობის საშალება.

აშშ-ს, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად სურვილი აქვს ყირგიზეთის მთავრობასა და ხალხთან ითანამშრომლოს ძალადობის შედეგად დაზარალებული ხალხის დახმარების მიზნით, და ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წატარების საქმეში შეიტანოს წვლილი, რაც საბოლოო ჯამში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილობის საფუძველს შექმნის ცენტრალურ აზიაში.

XS
SM
MD
LG