ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მხარს უჭერს ყირგიზეთს


ცენტრალური აზია ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია.

ცენტრალური აზია ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია. აცხადებს ამერიკის სახელმწფო მდივნის თანაშემწე ცენრალური და სამხრეთ აზიის საკიხებშi რობერტ ბლეიკი. ყირგიზეთთან მიმართებაში, ამერიკის უპირველესი ამოცანაა ხელი შეუწყოს ამ ქვეყნის გარდაქმნას სტაბილური დემოკრატიის დამყარების მიმართულებით, სადაც ყველა მოქალაქის უფლებები იქნება დაცული.

ამერიკა აქცენტს აკეთებს ყირგიზეთში ბოლოდროინდელი არეულობის შემდეგ პოლიტიკური სტაბილობის აღდგენაში შეუწყოს ხელი. სახალხო ამბოხებამ აპრილში ქვეყნის პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის დამხობა გამოიწია და ახლა დროებითი მთავრობის სათავეში ქალბატონი როზა ოტუმბაევა აგრძელებს მუშაობას. ყირგიზეთის სამხრეთში ეთნიკურ ყირგიზ და უზბეკ მოსახლეობას შორის მომხდარმა შეხლა-შემოხლამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა , 400 000 ი ადამიანი დევნილად აქცია,, 100 000 მა კი მეზობელ უზბეკეთს შეაფარა თავი.

უსაფრთხოების სიტუაცია მთლიანობაში სტაბილურია ყირგიზეთის სამხრეთში. სწორედ ამიტომ ამერიკამ 48 მილიონზე მეტი დოლარი გაიღო ყირგიზეთის დასახმარებლად. უპირველესი ამოცანაა ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა ძალადობის მსხვერპლთა და ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომობის ორგაიზაციის გადაწყვეტილებას რომლის საფუძველზე ყირგიზეთში პოლიციური ნაწილები განლაგდება ყირგიზეთში. ეუთოს მისია ყირგიზეთში ქვეყნის მთავრობას შეუწყობს ხელს ეთნიკურ ჯგუფებს შორის შუღლის შემცირებისა და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის , ისევე როგორც პოლიციის ფუნქციების აღსადგენად.

კიდევ ერთი გზა ყირგიზეთში შერიგების პროცესისკენ არის ძალოვანი და სამართლებრივი აპარატის მუშაობის ხელშეწყობა, რათა მათ მოსახლეობას შორის ნდობა მოიპოვონ.

აუცილებელია განხორციელდეს ყოვლისმომცველი გამოძიება იმისა, თუ რაც მოხდა და რა გარემოებებმა გმაოიწვია ძალადობა და რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს მომხდარზე.

საბოლოო ჯამში, ყირგიზეთში დემოკრატია უნდა ჩამოყალიბდეს. ამეირკის მხარდაჭერის ნაწილია ოქტომბერში ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა. ამერიკის შეერთებული შტატები ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს დაეხმარება, და ჩაატრებს ტრეინინგებს ჟურნალისტებისა და მედია მონიტორებისთვის, ისევე როგორც დამკვირვებელთა სწავლებას.

უნდა იქვას, რომ ამერიკა ყირგიზეთში სამოქლაქო სექტორს, მედიას და უფლებადამცველებს ეხმარება.

ამერიკის შეერთებულ შტატებს, საერთაშრისო საზოგადოებასთან ერთად , სურს დაეხმაროს ყირგიზეთის დროებით მთავრობასა და ქვეყნის მოსახლეობას, დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებაში და ყველანაირად დაეხმაროს დაზარალებულ მოსახლეობას.

XS
SM
MD
LG