ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში დემონსტრაცია დაპირისპირებაში გადაიზარდა


სამხრეთ ყირგიზეთში მიმდინარე დემონსტრაცია შეიარაღებულ ბრძოლაში გადაიზარდა. შედეგად დაშავდა 17 და დაიღუპა ერთი ადმიანი.

ოფიციალური მედიის ცნობით, 1500 მდე ადამიანი სამხრეთ ქალაქ ჯაჯალაბადის უნივერსიტეტისაკენ მარშით მიდიოდა და სწორედ ამ დროს სროლის ხმა გაისმა. დაუდგენელია გასროლის ავტორის ვინაობა.

ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილი, გასული თვეების მანძილზე დემონსტრაციების ცენტრად იქცა. ქვენის განდევნილი პრეზიდნეტი ყურმანბეკ ბაკიევი თავს სწორედ ამ ადგილს აფარებდა.

გასულ კვირას მისმა მომხრეებმა იერიში მიიტანეს სამთავრობო შენობებზე ქალაქებში ოში, ჯაჯლალაბადი და ბატკენი. დაიღუპა ერთი და დაჭრილია 60 მდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG