ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორი ამერიკელი მფრინავის ცხედარი იპოვეს


მაშველები აგრძელებენ მესამე მფრინავის ძებნას

ყირგიზეთში ორი ამერიკელი მფრინავის ცხედარი იპოვეს, რომლებიც მანასის სამხედრო აეროდრომიდან 160 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდნილ ამერიკულ თვითმფრინავს მართავდნენ.

მანასის აეროდრომს შეერთებული შტატები ავღანეთში ჯარის მომარაგებისთვის იყენებს. დაღუპული პილოტების იდენტიფიკაცია ჯერ არ მომხდარა, მაშველები აგრძელებენ ბორტზე მყოფი მესამე მფრინავის ძებნას.

ყირგიზეთის ხელისუფლების განცხადებით, საჰაერო ბენზინმზიდი, რომლითაც ჰაერში საბრძოლო თვითმფრინავების საწვავით მომარაგება ხდება, კატასტროფის დროს 60 ტონა საავიაციო ბენზინით იყო სავსე.
XS
SM
MD
LG