ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზები პრეზიდენტის ასარჩევად ემზადებიან


ყირგიზები პრეზიდენტის ასარჩევად ემზადებიან

ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია უკვე 83-მა კანდიდატმა გაიარა. მათგან 16 პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ხოლო დანარჩენი 67 კი დამოუკიდებელი კანდიდატები არიან. საპრეზიდენტო კანდიდატებს რეგისტრაციისთვის მოეთხოვებათ 30 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა და საარჩევნო დეპოზიტზე 2000 დოლარის შეტანა. ასევე, კანდიდატმა ყირგიზულ ენაში სპეციალური ტესტი უნდა ჩააბარაოს. გამოცდა 25 სექტემბერს არის დანიშნული. ყველაზე თვალსაჩინო კანდიდატები ამ დროისთვის არიან სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ალმაზბეგ ატამბაევი და ნაციონალისტური პარტია ატა-შურტის ლიდერი კამჩიბეგ ტაშიევი. არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება. ამჟამინდელი ლიდერი, დროებითი პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა არსებული კანონმდებლობით არჩევნებში მონაწილებას ვერ მიიღებს.

XS
SM
MD
LG