ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არეულობა ყირგიზეთის მთავრობას ბრალდება


ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში, ყირგიზეთის ყოფილი პარლამენტის წევრი ეთნიკური ძალადობის დაწყებაში მთავრობის არა-ადექკვატურ პოლიტიკას ასახელებს.

ყირგიზეთში უკვე რამდენიმე დღეა ეთნიკური დაპირისპირების ნიადაგზე უზბეკების დევნა მიმდინარეობს. გასულ პარასკევს დაწყებული დაპირისპირების შემდეგ ათობით ათასმა უზბეკმა ოშსა და ჯალალაბადში საცხოვრებელი ადგილი დატოვა და უზბეკეთში გადავიდა. დევნილები ძირითადად ბავშვები და აქლები არიან. ოფიციალური ცნობებით მსხვერპლის რაოდენობა ასს აღემატება, თუმცა თვითმხლიველების თქმით, დაღუპულთა რაოდეობა გაცილებით მეტია.

ამერიკის ხმა ყირგიზეთში მიმდინარე ძალადობის შესახებ ყირგიზეთის პარლამენტის ყოფილ წევრს და ყოფილ დიპლომატს ბატონ ბაკტიბეკ ბეშიმოვს ესაუბრა. ბატონი ბეშიმოვის თქმით, ძალადობის გამომწვევი მიზეზები კომპლექსური საკითხების კომბინაციაა, რომელთა რიცხვშიც შედის: "პრობლემები საზღვრებზე, ეთნიკური დაპირისპირება, ბრძოლა ჰიდრო და ენერგო რესურსებისთვის, ფერგანას ხეობაში მდებარე სამი სახელმწიფოს მიერ ინტეგრირების რაციონალური პოლიტიკის არ ქონა, მზარდი რელიგიური ექსტრემიზემი, და სხვა ისეთი მოვლენები, როგორიცაა საზოგადოებების კიმინალიზაცია და ნარკობიზნესის გაძლიერება."

ბატონი ბეშიმოვის განცხადებით, სწორედ ამ უკიდეურესად საშიშმა პროცესებმა შექმნა პოტენციალი არსებული კონფლიქტების გაღრმავებისთვის.

მისივე თქმით, ყირგიზეთის წინა ორმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადეკვატური ყურადღება დაეთმო ფერგანას ხეობაში მიმდინარე ეთნიკური დაპირისპირებებისთვის. ხელისუფლება არასოდეს ფიქრობდა იმაზე, თუ როგორი პოლიტიკა ეწამოებინა იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლებიც იქ უკვე დიდი ხანია ჩანს.

"მაგალითად, ოში თითქმის ნარკოტრეფიკინგისა და შიდსის გავრცელების დედაქალაქად იქცა. ამ პრობლემების შესახებ სხვადასხვა ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია საუბრობენ, მაგრამ სამწუხაროდ ხელისუფლებამ პრობლემის დასაძლევად არანაირი ზომები არ მიიღო," აცხადებსმ ყოფილი დიპლომატი.

ბატონი ბეშიმოვის აზრით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ დროულად არ განახორციელა სათანადო პრევენციული ზომები გამოწვეულია იმით, რომ მთავრობამ ბოლომდე არ იცოდა რა სოციალური პროცესები მიმდინარეობდა ყირგიზეთის სამხრეთში. თუმცა მისივე თქმით, პრობელმა პოლიტიკოსებმა გაამწვავეს.

"სინამდვილეში უზბეკ მოსახლეობას ყირგიზეთის სამხრეთში აწუხებს შემდეგი - პირველი ეს სამუშაო ადგილიებია. უზბეკი ოჯახების შვილებს რუსეთში ან ყაზახეთში უწევთ სამუშაოდ წასვლა. მეორე საკითხი ისაა, რომ მოსახლეობას არ აქვს საკმარისი მიწა იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობას მიჰყვეს და თავი შეინახოს. ამასთან ერთად, არ არსებობს მკვეთრად გაჟღერებული სახელმწიფო პოლიტიკა. რომელიც ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში რეგიონის მოსახლეობის თანსწორუფლებიან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს," ამბობს ბატონი ბეშიმოვი.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყირგიზეთში უზბეკები ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს შეადგენენ. გამომდინარე იქედან, რომ უზბეკები სახელმწიფოს ნაწილს წარმოადგენენ, ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ საჭირბოროტო საკითხზე კომპრომისი ყოფილიყო მიღწეული. მაგალითად ბატონმა ბაკტიმბეკმა კონსტიტუციის უზბეკურ ენაზე თარგმნა მოიყვანა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ორ ენაზე გამოშვებით სახელმწიფოს არაფერი დაუშავდებოდა.

ამით მოხდებოდა იმ პოლიტიკოსების განცხადებების განეიტრალება, რომლებიც მეორე ხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილებით და საკუთარ ინტერესებზე ზრუნვით ეთნიკურ დაძაბულობას აღრმავებდნენ.

ბატონი ბეშიმოვის განცხადებით, 7 აპრილს მომხდარი გადატრიალების შემდეგ საზოგადოების დამოკიდებულება საშინაო საკითხების მიმართ შეიცვალა. მისი აზრით, გარკვეული ძალები, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ დაკავშირებული რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან, დაინტერესებული არიან ამ სახის დაძაბულობის შექმნაში.

ბატონი ბეშიმოვი აცხადებს, რომ ყირგიზეთის კონფლიქტი ადვილად შეიძლება გადაიზარდოს რეგიონალურ არეულობაში. ამის თავიდან ასაცილებლად კი "აუცილებელია რუსეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა მიიღონ სათანადო ზომები სიტუაციის დასარეგულირებლად. ეს კონფლიქტი ყირგიზეთის საშინაო საქმეების ფარგლებს უკვე გასცდა და რეგიონალურ უსაფრთხოებას ემუქრება."

ბატონი ბეშიმოვი აცხადებს, რომ ყირგიზეთში მიმდინარე ეთნიკური დაპირისპირების ლოკალიზება აუცილებელია ფართომასშტაბიანი რეგიონალური არეულობის თავიდან ასაცილებლად. ხოლო რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევის განცხადება მან სკეპტიკურად შეაფასა და განაცხადა, რომ თუ რუსეთი ამ ეპატზე არ აპირებს დარეგულირების მიზნით კონფლიქტში ჩარევას, საინტერესოა რა გეგმები აქვს მას იმ შემთხვევისთვის, თუ არეულობა ყირგიზეთის საზღვრებს გასცდა.

XS
SM
MD
LG