ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეონ პანეტა კუვეიტში ჩავიდა


ამერიკის შეერთებულ შტატებს კუვეიტში 13, 500 ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული

წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ამერიკის თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა კუვეიტში ჩავიდა. გამგზავრებამდე, პანეტამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკის სამხედროების დისლოკაცია კუვეიტსა და ზოგადად, სპარსეთის ყურის რეგიონში „აგრესიის შეკავებას“ და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.
ამერიკის შეერთებულ შტატებს კუვეიტში 13, 500 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, რომელიც პენტაგონის ხელმძღვანელმა „ძლიერ და მოქნილ ძალად“ მოიხსენია.
„თუ რეგიონს ზოგადად გადავხედავთ, მთლიანობაში იქ 50,000-მდე ჯარისკაცი გვყავს დისლოცირებული. შესაბამისად, რეგიონში ნებისმიერი სახის სირთულეს გავართმევთ თავს. კუვეიტს კი ამაში დიდი როლი შეაქვს.“

ამერიკის თავდაცვის უწყების ლიდერმა დასძინა, რომ მისი სურვილია ამ ჯარისკაცების თავდადებისა და სამსახურის მიმართ საკუთარი პატივისცემა გამოხატოს.
XS
SM
MD
LG