ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუვეიტში პოლიციამ დემონსტრაცია დაარბია


კუვეიტში მოახლოებული არჩევნების წინ, 20 კაცზე მეტი ადამიანის თავყრილობა კანონით აიკრძალა

კუვეიტის პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და დამაყრუებელი ყუმბარები გამოიყენა. აქციის მონაწილეები ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერის გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომელიც სასჯელს ემირის შეურაცხყოფის გამო იხდის.

პროკურორებმა საქმის გამოძიების დასრულებამდე მუსამალ ალ-ბარაკის 10 დღით დაკავება მოითხოვეს.

ბარაკი პარლამენტის ყოფილი წევრია, რომელსაც ბრალად ედება საპორტესტო აქციაზე ემირის მისამართით გამაფრთხილებელი განცხადებები, რომ მისი მმართველობა ავტოკრატიას ემსგავსება.

მას შემდეგ, კუვეიტში მოახლოებული არჩევნების წინ 20 კაცზე მეტი ადამიანის თავყრილობა კანონით აიკრძალა. ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ახალ კანონს და მას ემირის მხარდამჭერების სასარგებლო გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG