ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქუვეიტში ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა


მოსახლეობამ საამიროს პარლამენტის 50-ვე წევრს უყარა კენჭი. შიიტურმა უმცირესობამ ადგილების ერთი მესამედი მოიპოვა

ქუვეიტის ოპოზიცია აცხადებს, რომ ბოიკოტი გამოუცხადა არჩევნებს, რომელიც ახალი საარჩევნო კანონის მიხედვით პირველად გაიმართა.
ოფიციალური პირების განცხადებით, გუშინ გამართულ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 39-მა პროცენტმა მიიღო, რაც სხვა არჩევნებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. მაგალითად, გასულ არჩევნებზე ამომრჩევლის აქვივობა 60 პროცენტი იყო.

შაბათს გამართულ არჩევნებში მოსახლეობამ საამიროს პარლამენტის 50-ვე წევრს უყარა კენჭი. შიიტურმა უმცირესობამ ადგილების ერთი მესამედი მოიპოვა, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობაა.
XS
SM
MD
LG