2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, უკრაინულ გამოცემაში "ევროპეისკაია პრავდა" სტატიის შემდეგ ამერიკელი დიპლომატი, კურტ ვოლკერი, ტვიტერის პერსონალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
„სწორი ვერსიაა: პუტინი საქართველოს თავს არ დასხმია რიტორიკის გამო. მას უნდოდა დაებლოკა საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაცია.
სიმართლეა: ის რიტორიკით გაბრაზდა, თუმცა რუსულ აგრესიას თავისი, საკუთარი მიზეზები ჰქონდა."
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა გამოცემამ "ევროპეისკაია პრავდამ" გუშინ გაავრცელა ინტერვიუ, სადაც ამერიკელმა დიპლომატმა, საქართველო-რუსეთის ომის შესახებ კომენტარი გააკეთა.
მედიასაშუალებამ, რამდენიმე საათის შემდეგ სტატიაში შესწორება შეიტანა.
Facebook Forum