ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ქურთები ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკებების გაგრძელების წინადადებით გამოდიან


ერაყი
ერაყი

ერაყის ქურთისტანის მთავრობის განცხადებით, ისინი გაყინავენ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგებს და ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ, რათა თავიდან აიცილონ მხარეებს შორის შეტაკებები. გასულ კვირას ერაყის ძალებმა ქალაქი კირკუკი და სხვა სადაო ნაწილები დაიკავეს, რომელსაც ქურთისტანის შენაერთები აკონტროლებდნენ რეფერენდუმის პასუხად. რეფერენდუმს ჰაიდერ ალ-აბადის მთავრობა არ ცნობს. ქურთისტანის რეგიონული მთავრობის განცხადებით, დაპირისპირება ორივე მხარეს ვნებს და ქაოსს ქმნის.

დამატებით, ქურთისტანის რეგიონული მთავრობა ქვეყნის ჩრდილოეთში ყველა სახის სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG