ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი სირიაში დაბომბვის განხორციელებას უარყოფს


სირიის ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოებზე მიტანილ საჰაერო იერიშებში რუსეთის ძალების მონაწილეობის შესახებ ბრალდებას კრემლი დაბეჯითებით უარყოფს. გაეროს განცხადებით, ორშაბათს სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების დაბომბვის შედეგად სირიაში 50 სამოქალაქო პირი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც არიან.

დიმიტრი პესკოვი, პრეზიდენტ პუტინის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ საჰაერო იერიშების უკან მოსკოვი არ დგას. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, სირიის მთავრობა უნდა იყოს მთავარი ინფორმაციის წყარო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის პასუხისმგებელი საავადმყოფოებზე და სკოლებზე მიტანილ იერიშებში.

XS
SM
MD
LG