ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ჰააგის ტრიბუნალმა გაამართლა


ბრალდების მტკიცებით, გასული საუკუნის მიწურულს ეჭვმიტანილებმა 16 სამოქალაქო პირი გაიტაცეს და 8 მათგანი სიცოცხლეს გამოასალმეს

ჰააგის ტრიბუნალმა გაამართლა კოსოვოს ყოფილი პრემიერ მინისტრი რამუშ ხარაჯინაი და მისი ორი თანაშემწე და მოუხსნა მათ ომის დანაშაულში მონაწილეობის ბრალდება.

ბრალდების მტკიცებით, გასული საუკუნის მიწურულს ეჭვმიტანილებმა 16 სამოქალაქო პირი გაიტაცეს და 8 მათგანი სიცოცხლეს გამოასალმეს.

ხარაჯინაი კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიას ხელმძღვანელობდა, რომელსაც პროკურატურა კოსოვოს დასავლეთში სერბების წინააღმდეგ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებს.

გაეროს ტრიბუნალმა ხარაჯინაის, იდრის ბალაჯის და ლაჰი ბრაჰიმაჯს ყველა ბრალდება მოუხსნა და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა, რამაც დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. კოსოვოს ალბანელები ამ ადამიანს ეროვნულ გმირად თვლიან.
XS
SM
MD
LG